დღეს საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ბავშვის უფლებების კოდექსთან დაკავშირებით დიალოგიგახსნა. ღონისძიება, სახელწოდებით "ბავშვის უფლებათა კოდექსზე დიალოგის გახსნა და კანონმდებლობის ანალიზი" ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და გაეროსბავშვთა ფონდის ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) წარმომადგენელი საქართველოში ლაილა ომარ გადი, საკანონმდებლო და აღმასრულებელიხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.
ბავშვის უფლებათა კოდექსის შექმნის ინიციატივა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს ეკუთვნის. მისი თქმით, დღემდე არ არსებობს ერთიანი რეგულაცია, რომელშიც თავმოყრილი იქნებოდაბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. „ბავშვები ჩვენი მომავალია. ამდენად, მნიშვნელოვანია სწორად მივაწოდოთ ბავშვებს ის ფასეულობები, რომლითაც მათ მომავალში უნდა შექმნან ჩვენისაზოგადოება. ჩვენი, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლების ვალდებულებაა, ერთი მხრივ, დავიცვათ ბავშვები და შევუქმნათ მათ გარანტიები, მეორე მხრივ, ვასწავლოთ რა არისსწორი ფასეულობები, რომ შემდგომში ჩვენი ქვეყნის მომავალი იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
სოფო კილაძემ ისაუბრა unicef -ის უმნიშვნელოვანეს როლზე ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით. „წლებია, ძალიან აქტიურად გვიდგანან მხარში იმისთვის, რომ თითოეული ბავშვი იყოს დაცულისაქართველოში. იუსტიციის სამინისტროსთან ერთად იუნისეფი მუშაობს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის დახვეწაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება ბავშვთა უფლებებისკოდექსში გარკვეული პასაჟების გასათვალისწინებლად“, -აღნიშნა სოფო კილაძემ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის შეფასებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ უმნიშვნელოვანესი ინიციატივააწამოწყებული, რისთვისაც მადლობა გადაუხადა მას და საერთო სასამართლოების სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახელით გამოთქვა მზაობა ამ პროცესში ჩართვისა და აქტიურიმონაწილეობისთვის. საქართველოს ამ მიმართულებით აქვს გარკვეული წარმატებები, რომელიც უკავშირდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობას და რომელიც იუსტიციისსამინისტროს, ევროკავშირის, იუნისეფის და ბევრი საერთაშორისო დონორის მონაწილეობით შეიქმნა და 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა”, - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
ბავშვის უფლებების კოდექსთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება, თუ კოდექსზემუშაობისას მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციები. „კომიტეტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს იმისთვის,რომ უკეთ გაუმკლავდეს ისეთ გამოწვევებს, როგორიც არის, მაგალითად, ბავშვთა ფიზიკური დასჯა, სექსუალური ექსპლუატაცია, ოჯახური გარემო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები“, -აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ. მან ყურადრება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვების მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც მისივე ინფორმაციით, პირველ პრობლემად არისდასახელებული გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დასკვნაში.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, კოდექსის შემუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროსთვის, რადგან განათლებისუფლების რეალიზება, მისივე თქმით, ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების რეალიზებაა, რომელიც მუდმივად იდგა სხვადასხვა გამოწვევების წინაშე.
კოდექსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს რევაზ ჯაველიძემ - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად მიხანაშვილმა - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისმოადგილემ. იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრე ბარამიძე მიიჩნევს, რომ კოდექსზე მუშაობა მთავრობასა და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსშორის კოორდინირებულად წარიმართოს და დუბლირების თავიდან ასაცილებლად, წამყვანი უწყება განისაზრვროს.
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) წარმომადგენლის, ლაილა ომარ გადს მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნია ბავშვთა უფლებების კოდექსზე დიალოგის გახსნა. მან ყურადღება გაამახვილასაქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით. ლაილა ომარ გადმა კოდექსის შემუშავების პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზეგააკეტა აქცენტი.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ნანა ჩაფიძემ ქართული კანონმდებლობის ანალიზის პრეზენტაცია წარმოადგინა და საქართველოს მეოთხე პერიოდულ ანგარიშზე გაეროს ბავშვის უფლებათაკომიტეტის 2017 წლის დასკვნითი რეკომენდაციები გააცნო ღონისძიების მონაწილეებს. მისი განმარტებით, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა გულისხმობს ისეთი მართლმსაჯულებისსისტემის შექმნას, რომელიც არის სამართლიანი, სწრაფი, ბავშვისათვის ხელმისაწვდომი, მის ასაკსა და საჭიროებებზე მორგებული. ნანა ჩაფიძის განცხადებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ კანონმდებლობის რეფორმაა. „საქართველოს კონსტიტუცია ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით გვაწვდის ერთადერთ ჩანაწერს, რომ დედათა დაბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. კონსტიტუციის ეს ჩანაწერი ბავშვს განიხილავს ოჯახთან კონტექსტში და არ გვაწვდის მყარ სამართლებრივ გარანტიებს ბავშვის, როგორც დამოუკიდებელიუფლებების მატარებელი სუბიექტის უფლებრივი გაძლიერებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესშიც გათვალისწინებული იყოს“, - განაცხადა ნანა ჩაფიძემ.საკანონმდებლო აქტებზე საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე, ბავშვის მონაწილეობის უფლებასა და დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე.
ბავშვის უფლებების კოდექსის ძირითადი არსის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ გააცნო ღონისძიებაში მონაწილეებს. მისი თქმით, ბავშვის უფლებების კოდექსი უნდა იყოსსახელმწიფოსთვის პრიორიტეტის განმსაზღვრელი. „უნდა შვეცადოთ, რომ კოდექსში ძირითადი კონსტიტუციური უფლებები, რომელიც ყველა ადამიანისთვის ზოგადია, თითოეულ ბავშვთანმიმართებით განვსაზღვროთ. ამასთანავე, განვსაზღვროთ ისეთნაირად, რომ ის სპეციფიკური თავისებურებები, რაც ბავშვებს უკავშირდება, მასში სრულად იყოს ასახული“, -აღნიშნა სოფო კილაძემ.
სამუშაო პროცესთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გამჭვირვალე და მაქსიმალური ჩართულობით იყოს წარმართული. „მასში ჩართული უნდაიყოს როგორც პარლამენტი, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლება და არასამთავრობო სექტორი. აგვისტოს დასაწყისში შავი, სამუშაო ვერსია დაეგზავნება ყველას დადაიწყება ინტენსიური სამუშაო პროცესი“, -აღნიშნა სოფო კილაძემ.
კოდექსის შინაარსზე საუბრისას ინიციატორმა 2 ძირითადი მიმართულება გამოყო - ერთი უფლებრივი დაცვის საკითხები და მეორე - დაცვის მექანიზმები. მექანიზმებთან დაკავშირებით სოფო კილაძემყურადღება გაამახვილა სოციალურ მუშაკის რეფორმაზე. მას მიაჩნია, რომ სოციალური მუშაკის რეფორმაზე მუშაობა პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს. კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრაინსტიტუციური მექანიზმის შექმნის შესაძლებლობაზე, რომელიც უშუალოდ ბავშვის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირტებული. „ბავშვების აღზრდისას მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათგაცნობიერებული ჰქონდეთ თავიანთი ვალდებულებები ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. ვფიქრობ, ამ კუთხითაც შეიძლება კარგი მიმართულებების გახსნა. ეს არ იქნება მარტივიპროცესი, მაგრამ ერთობლივად შევძლებთ ამას“ , - განაცხადა სოფო კილაძემ. მისი ინფორმაციით, კოდექსზე მუშაობის პროცესში ჩართული იქნება ქართველი ექსპერტი პაატა ტურავა.
ღონისძიება დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა კოდექსთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ბავშვის უფლებების კოდექსი იყოს მაქსიმალურად დახვეწილი, აგვისტოს დასაწყისში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.