კახა ქემოკლიძე: არ გიდასტურებთ, რომ სოფლების გარკვეული ტერიტორია მოექცა საოკუპაციო ხაზში.. ეს ხაზი საოკუპაციო ხაზს მიუყვება

20:10 07-11-2017
284

 სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის კახა ქემოკლიძის ცნობით,  ე.წ. ცეცხლგამყოფი ხაზები, ქარელის რაიონის ოთხ სოფელში,  მიუყვება საოკუპაციო ხაზს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბორდერიზაციის პროცესი არ გრძელდება. 

,,ბორდერიზაციის პროცესი 2011 წელს დაიწყო და 4 ფაზისგან შედგება. პირველი იყო .ე.წ. მავთულხლართების მონტაჟი. შემდეგ უკვე გადაიზარდა მწვანე ბანერების მონტაჟში, მესამე ფაზა იყო საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერების მონტაჟი, ეს არის მეოთხე ფაზა. დღეის მოცემულობით საოკუპაციო ზოლზე ჩვენ ვხვდებით უმეტესწილად მე-3 და მე-4 ფაზას, ეს არის ბანერების დადგმა და  ე.წ.  ცეცლგამყოფი ხაზის ფიქსაცია საოკუპაციო ზოლზე. ჩვენი მონაცემებით ე.წ. ცეცხლგამყოფი ხაზი, რომელიც ქარელის რაიონის ოთხს სოფელში დაფიქსირდა მიუყვება საოკუპაციო ხაზს, მაგრამ არის ბორდერიზაციის უკანონო პროცესი", - აცხადებს ის. 

კითხვაზე მოექცა თუ არა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის ნაწილი, გამყოფი ხაზის მიღმა  ე.წ. ცეცხლგამყოფი ხაზის გავლების შემდეგ, კახა ქემოკლიძე პასუხობს, რომ არა. 

,,არა არ გიდასტურებთ, რომ სოფლების გარკვეული ტერიტორია მოექცა საოკუპაციო ხაზში. გიდასტურებთ იმას, რომ ეს ხაზი მიუყვება საოკუპაციო ხაზს. საოკუპაციო ხაზს შეიძლება მიუყვებოდეს, მაგრამ ადამიანებს კონკრეტულ ლოკაციებზე თავიანთ ან სხვა ტიპის გეოგრაფიულ მონაკვეთებზე შეიძლება წვდომა შეეზღუდოთ, ანუ ავტომატურად შეიძლება ხაზი მიუყვებოდეს ძველ ადმინისტრაციულ საზღვარს ანუ საოკუპაციო ზოლს, მაგრამ ამავდროულაც ადგილობრივებს, რომლებიც დადიოდნენ ეკლესიაში, რომელიც ხაზს მიღმა მდებარეობდა, ან ცენტრალურ ობიექტზე წვდომა ჰქონდათ,  შეიძლება შეეზღუდოთ კონკრეტული ქმედების და გამო. ამ შემთხვევაში ხაზს კი მიუყვება, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ეს არის პრობლემა იმიტომ რომ ადგილობრივებს უზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას, "- ამბობს კახა ქემოკლიძე. 

ოკუპირებული ცხინვალის მიერ დაანონსებული სადემარკაციო სამუშაოები ოკუპირებულ სოფელ იონჩასთან გრძელდება.

 ქარელის რაიონის სამ სოფელში - კნოლევი, ცერონისი და ავლევი საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ხნულის გავლებით მონიშნა.


 

ავტორი: სალომე ჩადუნელი