დავით რაქვიაშვილი: უკანონო ბორდერიზაცია აზიანებს, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას ისე საქართველოს სახელმწიფოებრიობას

20:19 07-11-2017
132

 ე.წ.  ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელების გამო ქარელში უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი გაემგზავრა. ის  უკვე ადგილზე იმყოფება.

დავით რაქვიაშვილის განცხადებით, ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება აზარალებს როგორც  ადგილობრივ მოსახლეობას, ისე საქართველოს სახელმწიფოს. 

,, ასეთი მცდელობები აზიანებს, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას ისე საქართველოს სახელმწიფოებრიობას.ეს მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იქნებს შეჩერებული ეერთიანი კონსოლიდაციით,  აუცილებელაი ამ საკითხთან მიმართებით იყოს კონსოლიდაცია.  როდესაც საუბარი ადგილობრივიმოსახლოების კეთილდღეობაზე არ უნდა გავარიოთ ოკუპაციის ხაზს იქითაა, თუ აქეთ,  ურთიერთობა. ნებისმიერი ზოლი არის არალეგიტიმური, საქართველო არ ცნობს ამ ხაზებს". -  განაცხადა დავით რაქვიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ქარელის რაიონის ოთხ სოფელში - ავლევი, თამარაშენი, ცერონისი და ხნულევი, დე-ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ცეცხლგამყოფი ხაზი გაავლო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილი კახა ქემოკლიძის განცხადებით, ეს ბორდერიზაციის უკანონონ პროცესის გაგრძელებაა, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ ეწ. ცეცხლგამყოფ ხაზთან 200 მეტრზე მიახლოება აუკრძალეს. 

ავტორი: სალომე ჩადუნელი