პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრად, მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი წარადგინა.
„ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი მინდა წარმოგიდინოთ. ილია პირველი მიადგილეა 2012 წლიდან, ყველა პროექტში, რომელიც განახოერციელა ენერგეტიკის სამინისტრომ, მას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე იყო მინისტრი, ასე რომ მინისტრობის გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, იგი წარმატებით გაართმევს თავს ამ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და ამოცანებს ”,-განაცხადა პრემეირმა.
შეგახსენებთ, ენერგეტიკის მინისტრი 2012 წლიდან კახა კალაძე იყო, რომელიც "ქართული ოცნების" სახელით, ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატია.