აფგან მუხთარლის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას გაცხადებით, ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი პოლიციაში მასალებს უკვე გაეცნო და აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ ის თითქმის არაფერს შეიცავდა.
ლეილა მუსტაფაევამ აღნიშნა, რომ კადრებში ერთადერთი ის ჩანდა, როგორ ადის მისი მეუღლე #4 ავტობუსში.
”ერთადერთი სცენა იყო ის, რომ აფგან მუხთარლი ადის ნომერ 4 ავტობუსში. მე ასევე გავეცანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, კადრებში არ ჩანს გატაცება და ისინი ვერ დადგამენ ასეთ სცენას. არ არის საჭირო გატაცების სცენის დადგმა, ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ შეამოწმონ, რომელი მანქანა მიჰყვებოდა #4 ავტობუსს, რომელი მანქანა იყო იმ ტერიტორიაზე. მათ უბრალოდ უნდა შეამოწმონ ეს და არ არის საჭირო არაფრის დადგმა”,- განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.