"მინდა პრემიერ-მინისტრს გადავუხადო უდიდესი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის, მადლობა გადავუხადო ბატონ კახის და ყველა ჩემს კოლეგას"

12:54 07-12-2017
102

ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ელოშვილმა მთავრობის სხდომის დასრუელბის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია ამ თანამდებობაზე დანიშვნა. 

"მოგეხსენებათ, დღეს დავინიშნე ენერგეტიკის მინისტრად, რაც ჩემთვის არის დიდი პატივი. მინდა პრემიერ-მინისტრს გადავუხადო უდიდესი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ კახის და ყველა ჩემს კოლეგას, მათი მხარდაჭერით და გვერდში დგომით, დღეს ენერგეტიკსი სმაინისტრო არის წარმატებული და მინდა შევინარჩუნო მნაქსიმალურად და განვავითარო ის მიღწევები, რომელიც დღეს არსებობს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ყველა ჩვენი ნაბიჯი იქნება გადადგმული ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიებლობის გაძლიერებისკენ. ამის ირგვლივ ვიტრიალებთ შემდეგი წლების განმავლოაბში, რადგან ჩვენი რეგიონი გეოგრაფიულად მოითხოვს მაქსიმალურ ძალისხმევებს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს არა მარტო ენერგოუსაფრთხო, არამედ მზად ნებისმიერი გამოწვევისთვის, ეს მიმართულებებია დამატებითი გენერაციის საკითხები, განახლებად ენერგიაზე აქცენტირებით, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი ენერგეტიკის კანონი, და სხვა მიმართულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ენერგეტიკის სფეროს განვითარებას და წარმატებას", - განაცხადა ელოშვილმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე