ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ მივიღოთ პასუხები, გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი - ილია ელოშვილი

13:01 07-12-2017
192

ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს ენერგეტიკის სამინისტროს გაზის ტარიფთან დაკავშირებით, რომელსაც სემეკ-ი მომავალ კვირას დაადგენს, ელოშვილმა აღნიშნა, რომ სემეკ-ი არის დამოუკიდებელი კომისია, რომელიც ითვლის ტარიფებს. 

"ამ შემთხვევაში მოლოდინები არ არის მნიშვნელოვანი, არის დამოუკიდებელი კომისია რომელიც ამ ეტაპზე ითვლის ტარიფებს. ის თავის მოქმედებებში არის სრულიად დამოუკიდებელი, ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ პასუხები, გაზირდება თუ არა გაზის ტარიფი. ჩემი თხოვნაა, დაველოდოთ, ძალიან ცოტა დრო დარჩა და ჩვენ გავიგებთ რა იქნება", - განაცხადა ელოშვილმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე