ენერგეტიკის მინისტრის ილია ელოშვილის განცხადებით, სამინსიტრო "ყაზტრანსგაზის" და "ინტერრაოს" წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაში ერთვება, რისთვისაც იურიდიული კომპანეიბის დაქირავებას აპირებს.
ამის შესახებ ელოშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განცუხადა.
"არბიტრაჟი ეს არის აბსოლუტურად ცივილური ფორმა მხარეებს შორის ურთიერთობის მოგვარებისთვის. ჩვენ გვაქვს უთანხმოებები როგორც "ინტერ რაოსთან", ასევე "ყაზტრასგაზთან", იმ კუთხით, რომ მათი მოთხოვნები აღემატება იმას, რასაც ვფიქრობთ, რომ არის რეალურად გონივრული და სამართლიანი, შესაბამიაად, ვაპირებთ თავის დაცვას საერთაშორისო არბიტრაჟებში, ისევე, როგორც არის ეს მიღებული პრაქტიკა მსოფლიოში. დავიქირავებთ იურიდიულ კომპანებს, რომლებსაც გააჩნიათ ამის გამოცდილება. მათ დაეხმარებათ იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც უდიდესი გამოცდილება გააჩნია ამგვარი დავების წარმოების. ჩვენი რესურსიც, ასევე მთავრობის რესურსიც იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად სამართლიან გადაწყვეტილებამდე მივიდეთ", - განაცხადა ელოშვილმა.
მისი თქმით, არბიტრაჟის ვადების განსაზღვრა ძალიან ძნელია, რადგან საკმაოდ სუბიექტური პროცესია.
"ეს დამოკიდებულია არბიტრებზე და ა.შ. მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ "ყაზტრანსგაზთან" შევძლებთ მოლაპარაკებას და ალბათ არ გართულდება ეს პროცესი, ასევე იმედსვიტოვებთ, რომ საბოლოო ჯამში "ინტერრაოსთანაც" შევძლებთ მოლაპარაკებას. მაგრამ თუ "ინტერრაოსთან" საარბიტრაჟო დავა გაგრძელდა, საკმაოდ ძლიერი პოზიციები გვაქვს. მათი მოთხოვენბის ნაწილს ვეთანხმებით, ნაწილში არ ვეთანხმებით. რაშიც ვეთანხმებით, მზად ვართ, დღესვე მოველაპარაკოთ მათ. რადგან დავა საარბიტრაჟოა, თავს შევიკავებ დეტალების გახმაურებისგან, რადგან ეს შეიძლება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული", - აღნიშნა ელოშვილმა.