დღეს პატრიარქის ნათლული კიდევ 600-მდე ბავშვი გახდება

12:07 07-13-2017
122

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 49-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 600-მდე ბავშვი გახდება. 

ნათლობა ტრადიციულად დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ, მისი დასრულების შემდეგ კი ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მიბრძანდება და ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის უწმინდესს 32 104 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.