გადაცემა ,,პოლიტმეტრში" საიმიგრაციო პოლიტიკის გადახედვის საკითხზე ,,გირჩის" ლიდერს ვახო მეგრელიშვილსა და ,,ქართული მარშის" ორგანიზატორ სანდრო ბრეგაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
,,ხართ მოწადინებული სულიწმინდა გაამასხარავოთ, ყველა ერთიანად ხართ მოღალატები, არ მაინტერესებს არც თქვენი პრეტენზია არც თქვენი გირჩი. თვალებს ნუ მიქაჩავ, თორემ პოლიციაში სირბილი მოგიწევს.შენი მოვალეობა არის ის, რომ პროვოკაციაზე წამომაგო, როცა სულიწმინდას შეურაცხყოფ", - განაცხადა სერგო ბრეგაძემ.
მან ვახო მეგრელიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მოღალატე უწოდა. ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა კი კამათის დასასრულს ინფორმაცის სახით განაცხადა: სხვათაშორის მივიღე ინფორმაცია, რომ თქვენი შვილი ვახო მეგრელიშვილის სკოლაში სწავლობს".
სანდრო ბრეგაძე: კემბრიჯშიც მიდის
ვახო მეგრელიშვილი: გილოცავთ!