ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით პატრიარქის მდივან რეფერანტმა შორენა თეთრუაშვილმა თავისი ჩვენებით დაადასტურა, რომ ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე როგორც გამოძიებას ისე სასამართლოს ატყუებს.
როგორც თეთრუაშვილის დაკითხვის შემდეგ თეთრუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქის მდივან რეფერენტმა ჩვენებაში თქვა, რომ გიორგი მამალაძისთვის გველის შხამი არ უთხოვია.
"მითუმეტეს 500 დოლარი არ მიუცია მის შესაძენად. ასევე, შორენა თეთრუაშვილმა დაადასტურა, რომ მამალაძისთვის არც კალიუმის და არც ნატრიუმის ციანიდი უთხოვია. არ სჭირდებოდა ის არც ოქრომჭედლისთვის და არც თავის მოსაკლავად", - განაცხადა პროკურორმა.
გუბელაძის თქმით, თეთრუაშვილმა განაცხადა, რომ მამალაძესთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც საპატრიარქოსა და მასზე ცილისმწამებლური სტატიები გავრცელდა.
"თეთრუაშვილმა ისაუბრა ცილისმწამებლურ სტატიებზე და აღნიშნა, რომ ეს იყო დაუსაბუთებელი და ისახავდა სასულიერო პირების დისკრედიტაციას. მას შემდეგ კი რაც მამალაძეს ჰკითხა, ხომ არ იყო მისი წვლილი ამ საქმეში, დეკანოზი გაღიზიანდა და საყვედურებით აავსო", - აღნიშნა პროკურორმა.
ავტორი: ლილუ მიროტაძე