საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეგვიპტის კურორტ ჰურგადის სასტუმროზე თავდასხმისას საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს უკვე ესაუბრა.
დაიღუპა უკრაინის 2 მოქალაქე. დაშავდა 4 ადამიანი. დანით შეიარაღებული კაცი ტურისტებს თავს პლაჟზე დაესხა.