ქალბატონ შორენას რომ რელიგიური ფიცი დაედო, დასმულ კითხვებზე სხვა პასუხს გასცემდა - ადვოკატი

11:09 07-15-2017
1541

ე.წ. ციანიდის საქმის ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა გუშინდელ სასამართლო პროცესზე დაკითხვისას, სამოქალაქო ფიცი დადო.

როგორც დაკითხვის დასრულების შემდეგ ადვოაკტმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, თეთრუაშვილს რომ რელიგიური ფიცი დაედო, სულ სხვა ჩვენებას მისცემდა გამოძიებას. 

"ჩემთვის ერთი რამ არის ყველაზე საინტერესო, როდესაც ადამიანი ჩვენებას იძლევა, უნდა დადოს ფიცი და სამი შესაძლო ფიციდან ერთი არის რელიგიური. ჩემდა გასაკვირად ქალბატონმა შორენამ რელიგიური ფიცი არ თქვა, არამედ სამოქალაქო ფიცი დადო. ეს მისი ნებაა, რა თქმა უნდა, თუმცა ჩემი აზრით, დასმულ კითხვებზე სხვა პასუხს გასცემდა, თუ სხვა ფიცი ექნებოდა დადებული", - განაცხადა რამიშვილმა.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე