ირანის დედაქალაქ თეირანში, მეტროში უცნობი პირი დანით თავს დაესხა სასულიერო პირს. ამ ინციდენტის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. ამის შესახებ სააგენტო Mehr საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. შეიარაღებული პირის გაჩერება და კონფლიქტის მოგვარება მოქალაქეებმა სცადეს.
სამართალდამცველებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსეს, ის მიღებული ჭრილობისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.