მომღერალი მაია დარსმელიძე საზოგადოებას "ქართველთა მარშის" ალტერნატივად "სიყვარულის მარშის" ჩატარებას სთავაზობს.
აღნიშნულის შესახებ დარსმელიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.
"არაერთ პოსტს წავაწყდი გუშინდელი სამარცხვინო, ზიზღის მფრქვეველი მარშის ალტერნატივად ჩატარდეს სიყვარულის მარში.
საქართველო მართლა ორია და ამ ორიდან ერთერთი არის სწორედ ის, რაც აქედან ფეხს არ მომაცვლევინებს", - წერს მუსიკოსი.