ავღანეთში, ქუნდუზის სკოლა და მის სიახლოვეს მდებარე საცხოვრებელი სახლი ავიადარტყმების ქვეშ მოყვა. შედეგად სამი ბავშვი დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო Xinhuanet ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებული ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი სახლის პირობებში მკურნალობენ.
როგორც ცნობილი ხდება, ავიადარტყმების დროს სკოლაში არავინ იყო, რადგან იერიში დილით ადრე განხორციელდა. სასწავლო დაწესებულების სიახლოვეს რამდენიმე ათეული შენობა დაზიანდა.
ოფიციალური ინფორმაცია, თუ ვინ განახორციელა ავიადარტყმა, არ არსებობს. თუმცა ადგილობრივი ხელისუფელბა ამაში კოალიციურ ძალებს ადანაშაულებს. საქმე ისაა, რომ საერთაშორისო ზალებმა იმავე დღეს ამ რეგიონში ტერორისტების პოზიციები დაბომბეს, რომლის შედეგადაც პენტაგონის ცნობით, ავღანეთში „ისლმაური სახლემწიფოს“ ლიდერი მოკლეს.