ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა, მრავალი წლის მანძილზე პირველად, ინტერვიუ უცხოურ მედიას მისცა. ის ტელეკოპმანია HBO-ს სპორტული განყოფილების რედაქტორს ესაუბრა, რომელმაც კითხვა ჩეჩნეთში მცხოვრები ლგბტ-თემის შესახებ დაუსვა.
კადიროვმა განაცხადა, რომ "ეს ყველაფერი სისულელეა" და რომ "ჩეჩნეთში გეები არ არიან", - "და თუ არიან, წაიყვანეთ კანადაში, ჩვენგან შორს...ასე გაიწმინდება სისხლი", - ამბობს კადიროვი.
გარდა ამისა, მან ჰომოსექსუალებს ეშმაკები (შაითან) უწოდა: "ისინი ადამიანები არ არიან. და წყეულიმც იყვნენ ჩვენი ცილისწამებისთვის".
3 აპრილს, Новая газета საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო ჩეჩნეთის მოქალაქეები დააპატიმრეს. ლგბტ თემის უფლებადამცველმა სამმა ფრანგულმა ორგანიზაციამ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს უჩივლა.