საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილ წარმომადგენელი გაერო-ში, თათია დოლიძე სოციალურ ქსელში მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.
"რამდენი ადამიანი დასაქმდა უცბად ჩემი ლანძღვა-გინებით. რამდენიმე ფავორიტი კომენტარიც კი მაქვს უკვე. ჯერ მარტო 25 წლის გოგოზე მოერიდებოდა ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს, როგორებადაც თავი მოაქვთ მარშის მონაწილეებს, ასეთი რაღაცების დაწერა. ქალებზე აღარაფერს ვიტყვი, თავად მიაჩნიათ ასეთი ტიპის ქალებს, რომ ჭკუა არ მოეთხოვებათ", - წერს დოლიძე.