ინდოეთში მომხდარ ავარიას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ IndiaToday წერს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ჯამუ და ქაშმირის შტატში მოხდა. ავტობუსი, რომელსაც მომლოცველები გადაჰყავდა, ხევში გადავარდა. ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
გზების გაუმართაობის, გადატვირთულობის და ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია. ოფიციალური სტატისტიკით, ავარიების შედეგად ქვეყანაში დაახლოებით 150 ათასი ადამიანი იღუპება.