,,პრაიმტაიმის" ინფორმაციით, თათია დოლიძე უკვე პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. ის აპირებს უჩივლოს იმ ადამიანებს, რომლებმაც სოციალურ ქსელში მისი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები გაავრცელა.
აღნიშნულ ინფრომაციას ,,პრაიმტაიმს" უფლებადამცველი ბაია პატარაიაც უდასტურებს. ჯერჯერობით უცნობია, რომელ სამმართველოში იმყოფება თათია დოლიძე. ის ჟურნალისტებთან ჯერჯერობით არ კონტაქტობს. როგორც ჩვენთან საუბრისას თათია დოლიძემ განაცხადა ის მედიისთვის ვრცელ განცხადებას სოციალურ ქსელში გააკეთებს.
Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია, ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ.