თათია დოლიძის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

15:34 07-17-2017
471

თათია დოლიძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 151 მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების დაწყების მოთხოვნით თათია დოლიძეს უწყებისთვის არ მიუმართავს. უფლებადამცველ ბაია პატარაიას თქმით, კი თათია დოლიძე პოლიციის სამმართველოში იმყოფება.  

Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია, ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ.