გია ხუხაშვილი თათია დოლიძეს: მგონი ღირდა რამდენიმე დღიანი სტრესი, ამხელა აგორებული სისტემის ლუსტრირებად

17:59 07-17-2017
8058

ექსპერტი გია ხუხაშვილი თათია დოლიძეს მხარდაჭერას უცხადებს.

ის მომხდარს სოციალური ქსელით ეხმაურება.

"მგონი ღირდა რამდენიმე დღიანი სტრესი, ამხელა აგორებული სისტემის ლუსტრირებად. ეს არის ის მაღალი ფასი, რომლის გადახდაც ყველას გვიწევს უკეთესი მომავლისათვის. ზოგი მზად არის ამისთვის, ზოგი არა", - წერს გია ხუხაშვილი თათია დოლიძის ფეისბუქ გვერდზე.

Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია, ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ.

ავტორი: