პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" აცხადებს, რომ 14 ივლისის "ქართული მარშის" შემდეგ მარჯანიშვილის მოედანი და აღმაშენებლის ქუჩა დეზინფექციას საჭიროებს.
"გირჩი" საზოგადოებას 19 ივლისს 22:00 საათზე მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებისკენ და მისი დასუფთავებისკენ მოუწოდებს.
"მეგობრებო,
მოგეხსენებათ, თუ როგორ არის ჩვენი ქალაქი დაბინძურებული ათასი პარაზიტით. გასული კვირის მოვლენები გვიჩვენებს, რომ არაფერი გვეშველება, სანამ ჩვენვე არ ავიღებთ ხელში ინიციატივას!
შემოგვიერთდით და თან იქონიეთ წყლის ბოთლები, სარეცხი საპონი და სურვილის შემთხვევაში - აქანდაზი.
ვიკრიბებით მარჯანიშვილის მეტროსთან", - აცახდებენ "გირჩში".