საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ,,ამბასადორიალი - 2017'' გახსნა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
გიორგი მარგველაშვილმა იმ დადებით შედეგებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ქართველი დიპლომატიის წინაშე დგას.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართველ დიპლომატებს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის და აღნიშნა, რომ ელჩებმა საქართველოს ოკუპაციის პარალელურად წარმატებით გაართვეს თავი საერთაშორისო არენაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების თვალსაზრისით არსებულგამოწვევებს.
„ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი დაცულობის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა დასუვერენიტეტის დიდი შემადგენელი ნაწილია ის, რასაც თქვენ აკეთებთ ასე წარმატებით და უპირისპირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალას -რუსულ დიპლომატიას და ამ დაპირისპირებაში ხართ გამარჯვებულები.
ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ეს არის ჩვენი დიპლომატიური საქმიანობა, ჩვენი მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ხოლო ეს უკანასკნელითავის მხრივ ეფუძნება იმ პროგრესის აღიარებას, რომელიც ქართულ საზოგადოებას დაქართულ სახელმწიფოს აქვს ჩვენი დემოკრატიული განვითარების, ჩვენი ევროპულიგანვითარების გზაზე", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა „ამბასადორიალის" გახსნისას.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს პარტნიორებ სჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისათვის, რომლებიც არაღიარების ბრძოლას ძალიან აქტიურადაწარმოებენ ქართველ დიპლომატებთან ერთად.
„მადლიერება ეკუთვნის მეგობარ ქვეყნებს, რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას, რომმიზანი - საქართველოს ისტორიული უსამართლობის არაღიარება იყოს შენარჩუნებული.
ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ემყარება იმ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას, რომსაქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, რომელშიც დაცულია ადამიანის უფლებები,მედია და სხვა დემოკრატიული ღირებულებები'' -საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა ქართველ დიპლომატებს, რომ საქართველოს იმიჯის გაღრმავების პარალელურად ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ ის კონტექსტი, ის გზა, რომლითაც ვითარდება ჩვენი ქვეყანა.
„ამ თვალსაზრისით, საქართველო რეგიონში გადაწყვეტილებების და რეგიონშითანამშრომლობის სულისკვეთებით განმსჭვალული ქვეყანაა. ქვეყანა და სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს სერიოზულ ინვესტიციას თავისფუნქციაში, სახელმწიფოსი, რომელიც აერთებს ევროპულ და აზიურ ბაზრებს, როგორც სახელმწიფოსი, რომლის შემადგენლობით და მხარდაჭერითაც წყდება ბევრი ეკონომიკური და ენერგეტიკული პრობლემა. საქართველოს ხედვა არა რომელიმე მეზობელთან დაპირისპირება, არამედ კეთილმეზობლური ურთიერთობა და თანამშრომლობის სივრცის შექმნაა ყველა სახელმწიფოსთან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ თანამშრომლობის სივრცის შექმნაში გამონაკლისს წარმოადგენს რუსეთის ფედერაცია, რომლის მუდმივი მცდელობაასირთულეები შეუქმნას საქართველოს და რომელიც აუარესებს უსაფრთხოების გარემოსჩვენს რეგიონში.
„ამ თვალსაზრისითაც ძალიან ნათლად უნდა გავაგებინოთ ჩვენს პარტნიორებს, რომდაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან ეს არ არის მხოლოდ 2008 წელს დაწყებულიპროცესი, რომ ეს 90 -იანი წლებიდან დაწყებული პროცესია, როდესაც საქართველომ პირველი ნაბიჯები გადადგა დამოუკიდებლობის, თავისუფალი არჩევნის მიმართულებით.
შესაბამისად ნარატივი, თითქოს საქართველო რამე ეტაპზე უქმნიდა რუსეთის ფედერაციას რაიმე სირთულეს და აქედან გამომდინარე განხორციელდა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, თავიდანვე სუსტია, იმიტომ რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდანვე, სამწუხაროდ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ცდილობდა ჩვენი ევროპული განვითარება შეეჩერებინა.
ერთერთი მთავარი და მნიშვნელოვანი სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც ჩვენ შეგვიქმნა ოკუპაციამ, ქართულმა სახელმწიფომ აირჩია ორი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება: - პირველი, ეს არისსტრატეგიული მოთმინება, რომელიც საბოლოოდ ჩვენ მშვიდობიანად მიგვიყვანს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე და მეორე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არანაირად არ ვაპირებთ, რომ ამ სირთულეებმა რაიმენაირად შეაჩეროს საქართველოს შემდგომი განვითარება და ეს გამოიყენონ ჩვენის სახელმწიფოსგანვითარების და გაძლიერების მუხრუჭად", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავუზიაროთ ის სიმართლე, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაა და ვითარდება, როგორც ევროპული ქვეყანა, ქართული საზოგადოება დაფუძნებულია ევროპულ ღირებულებებზე და ამ მიმართულებით ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობაც დაპოლიტიკური კულტურაც.
ამბასადორიალის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საპარლამენტო მდივანი ანადოლიძე.