საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ამბასადორიალზე საუბრის მთავარი თემა ოკუპაცია იყო.
ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებს ამბასადორიალის ფარგლებში განუცხადა.
„რასაკვირველია, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, ეს მთავარი გამოწვევაა, რადგან ამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან არის საფრთხე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონალური სტაბილურობისთვის. ამ თემაზე იყო საუბარი დღეს. არის კიდევ ბევრი სხვა გამოწვევა, რომელიც უკავშირდება საერთაშორისო ტერორიზმს, ორგანიზებულ დანაშაულებებს და სხვა. ჩვენმა დიპლომატიამ თავისი ვალდებულებები წარმატებით შეასრულა და იმედია, ასე იქნება მომავალშიც“,- აღნიშნა დეპუტატმა.