"ლეიბორისტული პარტიის" წევრებმა სემეკ-თან ნავთქურა მიიტანეს

13:03 07-18-2017
93

"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთა სემეკ-ის წინ აქციას მართავს. მათ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის შენობის წინ სიმბოლურად ნავთქურა აქვთ მოტანილი და აცხადებენ, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაძვირება მოსახლეობას 90-იან წლებში დააბრუნებს. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ სემეკის წევრებს, რომ ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა არ დაუშვან.მათივე განცხადებით, გაზის ტარიფის ზრდა უკვე გადაწყვეტილია და დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ იმსჯელებენ იმაზე, თუ რამდენით უნდა გაძვირდეს ტარიფი. შეგახსენებთ, რომ 

სემეკ-ი დღეს შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დაადგენს.

ავტორი: ლილუ მიროტაძე