ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი საშუალოდ ნახევარი თეთრით გაიზარდა. გაზის ტარიფთან დაკავშირებით ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში „ყაზტრანსგაზის“ განაცხადება განიხილეს და "სემეკმა" შესაბამისი მონაცემი დაადგინა.
გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
ამ წუთებში „სოკარისა“ და „საქორ-გაზის“ განაცხადების განხილვა მიმდინარეობს. კომპანიები გაზზე ტარიფის გაზრდის და მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების კომპონენტების ხელახალ გადაანგარიშებას ითხოვენ.
გუშინ "სემეკმა" გაზის ტრანსპორტირების ტარიფი ნახევარი თეთრით გაზარდა.