პოროშენკო: სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი საქართველოს მთავრობის მოთხოვნაზეა დამოკიდებული

14:31 07-18-2017
386

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი საქართველოს მთავრობის მოთხოვნაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ მან პრეზიდნეტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ჩვენ ეფექტური კომუნიკაცია გვაქვს საქართვლოს მთავრობასთან, მაგრამ სააკაშვილის ექსტრადირებაზე თხოვნა არ მიგვიღია.  სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ვმსჯელობთ და არ განვიხილავთ ამ საკითხს. ეს საქართველოს მთავრობის საქმეა. მოთხოვნის მიღების შემდეგ, ვნახოთ. ჩვენ არ გვაქვს არც პოლიტიკური, ეკონომიკური და არც სოციალური პრობლემები ჩვენს ურთიერთობებში. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და არავის და არაფერს შეუძლია ჩვენი ხალხის გაყოფა“,- განაცხადა პოროშენკომ.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე