საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ნოემბერში ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავა. ამის შესახებ დღეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გააკეთა.
"შემოდგომაზე ჩვენ ველოდებით საქართველოს მთავრობის დელეგაციას პრემიერის ხელმძღვანელობით", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
დღეს უკრაინის პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერმინისტრი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია. პეტრო პოროშენკო თბილისში ოჯახთან, სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ჩამოვიდა.
დღეს პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.