"ბრალდებული იტყუებოდა, რომ გველის შხამი მას სჭირდებოდა შორენა თეთრუაშვილის სამკურნალოდ"

15:48 07-18-2017
193

მოწმეებმა დაადასტურეს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე იტყუებოდა, როცა ამბობდა, რომ  ციანიდი სჭირდებიდა ოქრომჭედლისთვის - ეს განცხადება ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ მეუფე დიმიტრის, ექიმბაშის და ოქრომჭედლის დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

''ბრალდებული იტყუებოდა, რომ გველის შხამი მას სჭირდებოდა შორენა თეთრუაშვილის სამკურნალოდ. ამის საწინააღმდეგოდ დადასტურდა, რომ მას ნატრიუმის ციანიდი სჭირდებოდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობისათვის'', - განაცხადა პროკურორმა.

როგორც მან აღნიშნა,  ბრალდების მხარე ყოველთვის აპელირებდა იმაზე, რომ დეკანოზი ებრძოდა საპატრიარქოში სხვადასხვა ქონებრივ მაქინაციებს, ამის საპასუხოდ კი დადასტურდა, რომ დეკანოზის მიერ გავრცელებული წერილი არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

''ყველა სასულიერო პირმა განაცხადა, რომ აღნიშნული განცხადებები არის დაუსაბუთებელი და მსგავს გადაცდომებს საპატრიარქოში ადგილი არ ჰქონია.  მეუფე დიმიტრიმ დაადასტურა, რომ მან თავად გადაამოწმა პატრიარქთან და სხვა სასულიერო პირებთან აღნიშნული ინფორმაცია და დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძის მიერ გავრცეებული ცილისმწამებლური განცხადებები არ შეესაბამება სიმაღთლრს'', - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

პროკურორმა აღნიშნა,  რომ მეუფე დიმიტრიმ ჩვენებაში განაცხადა, რომ დეკანოზს, როგირც მის სულიერ შვილს არასდროს მიუწოდებია ინფორმაცია თუთქისდა, შორენა თეთრუაშვილი ციანიდით და გველის შხამით იყო დაინტერესებული.

 

ლიზი არსოშვილი