პროკურორი თეთრუაშვილსა და მამალაძეს შორის განხეთქილების მიზეზებზე საუბრობს

16:06 07-18-2017
280

პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, როდესაც პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თერუაშვილი დაიკითხა, მან განმარტა, რომ ის იყო ერთ-ერთი პირი სხვა სასულიერო პირებთან ერთად, ვინც შევიდა პატრიარქთან და განუცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეკავა შეუსაბამოდ მაღალი თანამდებობა, რომელიც მღვდელმთავრებსაც კი არ ეკავათ და არ შეესაბამებოდა ის უფლებამოსილებები მის სასულიერო იერარქიას.

"ამის შემდგომ მოხდა გიორგი მამალაძის დაქვეითება, ხოლო  გიორგი მამალაძემ შორენა თეთრუაშვილი აღიქვა, როგორც კარიერული წინსვლისთვის დამაბრკოლებელ პირად და მას შემდეგ განეწყო მის მიმართ უარყოფითად. არც მალავდა ამ დამოკდებულებას და დღევანდელმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ გიორგი მამალაძე არ ერიდებიდა შორენა თეთრუაშვილის მიმართ ცილისმწამებლური სტატიების გამოქვეყნებას", - განაცხადა გუბელაძემ. 

 

ლიზი არსოშვილი