31 წლის მოდელს, ირინა შეიკს და ჰოლივუდელ სექსსიმბოლოს, 42 წლის ბრედლი კუპერს, მარტის ბოლოს. პირველი შვილი შეეძინათ. წყვილი თითქმის ორი წელი ერთმანეთს ხვდებოდა.
ირინამ შვილი, მისი საყვარელი მამაკაცისგან გააჩინა და პირველად გახდა დედა. წყვილმა გოგონას, ლეია დე სენა დაარქვეს. მშობიარობის შემდეგ, მოდელი შესანიშნავ ფორმაშია და სავარაუდოდ, სამუშაოსაც დაუბრუნდა.
მან უკვე მონაწილეობა მიიღო, იანგო ჰენცის და ლუიჯი მურენოს, ფოტოსესიაში, "ინტიმისიმის" სარეკლამო კომპანიაში, ხოლო გუშინ, ესპანური ჟურნალის "Vogue"- ის გარეკანზეც გამოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ შეიკი შვილის ფოტოებს არ ამჟღავნებდა, პაპარაცებმა, მაინც მოახერხეს ლეიას ფოტოების გადაღება.
სურათები, სადაც მოდელი, ლოს- ანჯელესის ქუჩებში, შვილთან ერთად სეირნობს, მსიფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.
იხ. ფოტოები:
წყარო: peopletalk.ru