ეს აქცია არის გამოხმაურება თათია დოლიძის შემთხვევაზე - პატარაია "ქალთა მარშზე"

16:59 07-18-2017
212

"ქალთა სოლიდარობის აქციის" ერთ-ერთი ორგანიზატორის, "საფარის" დირექტორის, ბაია პატარაიას განცხადებით, ხვალინდელი აქცია იქნება გამოხმაურება გაერო-ში საქართველოს ყოფილ ელჩ, თათია დოლიძეზე განხორციელებულ მუქარაზე.

ამის შესახებ პატარაიამ "პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა.

"ეს აქცია არის გამოხმაურება თათია დოლიძის შემთხვევაზე, სადაც ქართული მარშის ორგანიზატორებმა მასიური შეტევა განახორციელეს მის "ფეიბუქის" გვერდზე, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და ფიზიკური დაზიანებით. ამას აკეთებდნენ ის ადამიანები, ვინც იბრალებს, რომ ქართველი ქალის უფლებებს იცავს. ამ ადამიანებმა თავისი სახე აჩვენეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალები, რომლებსაც აჩუმებენ და მიუთიუთებენ, რომ დაბრუნდენენ "კუხნაში", ნახონ, რომ ამას არ მოითმენენ", - განაცხადა პატარაიამ. 

მისი თქმით, აქციას, რომელიც 19 ივლისს 19:00 საათზე  მარჯანიშვილზე, რკინიგზელთა სახლის წინ გაიმართება, 13-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაიგეგმა. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე