"მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მამალაძეს ჰქონდა შესაძლებლობა გერმანიაში მოეწამლა თეთრუაშვილი"

17:11 07-18-2017
85

მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ბრალდებულს ჰქონდა ყველანაირი შესაძლებლობა გერმანიაში, კლინიკაში განეხორციელებინა თეთრუაშვილის მოწამვლა და მკვლელობა - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.

"ჩვენი შეკითხვები შეეხებოდა იმას, თუ კლინიკაში რამდენად იყო ხელმისაწვდომი საკვები, სასმელი წყალი და ყველა მოწმემ დაადასტურა, რომ კლინიკაში იყო სასადილო, სადაც ნებისმიერ პირს მიუწვდებოდა ხელი როგორც საჭმელზე და სასმელზე. ბრალდებულს ჰქონდა სრული თავისუფლება ესარგებლა იქ არსებული სასმელით და საკვებით და აღნიშნულის მეშვეობით განეხორციელებინა თეთრუაშვილის მოწამვლა და მკვლელობა", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე უკვე დაკითხული 100-მდე მოწმე, მათ შორის შორენა თეთრუაშვილი, სასულიერო პირები, პატრიარქის დაცვის წევრები, ოქრომჭედლები, საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე და ადვოკატები, რომლებმაც ურჩიეს მას სამართალდამცავებისთვის მიემართა. დღევანდელ პროცესზე დაიკითხა მეუფე დიმიტრი, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის სულიერი მოძღვარია. ასევე, პატრიარქის დის შვილი ქეთევან შიოლაშვილი.

ავტორი: