​მაკა ჩიჩუამ უკრაინის პირველ ლედის ძველ თბილისში უმასპინძლა

21:16 07-18-2017
228

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ უკრაინის პირველ ლედის მარინა პოროშენოს ძველთბილისში მეტეხის ციხე და აბანოთუბანი დაათვალიერებინა.

სახელმწიფო ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, ისტორიული ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ პირველმა ქალბატონებმა ძველ თბილისში გაისეირნეს.