საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და უკრაინის პირველი ლედი ბავშვთა ჰოსპისს„ციცინათელების ქვეყანა" ესტუმრნენ.
სტუმრები ჰოსპისის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, დღის ცენტრი და პალატები დაათვალიერეს,პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პატარები მოინახულეს და მათთან სამახსოვროფოტოები გადაიღეს.
პირველ ქალბატონებს ჰოსპისის დირექტორმა მამუკა მახათაძემ უმასპინძლა.
მაკა ჩიჩუა სტუმართან ერთად დღესვე ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრს "პორტიჯი"ესტუმრა, რომელიც სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა განვითარებისპროგრამებს აერთიანებს.