თათია დოლიძის მეუღლე ვაკო თურნავა სოციაურ ქსელში, მისი მეუღლის მიმართს გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ეხმაურება.
ვახო თურნავა წერს, რომ სიმართლე მალე გაირკვევა და ყველა პასუხს აგებს.
,,პრაიმტაიმი" თურნავას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.
,,ყველა იმ გარეწარს ვინც ემუქრება ჩემს ოჯახს და იკადრა ჩემს მეუღლეზე ეს ენით აუღწერელი სიბინძურის დაწერა!!!!!
ძალიან მალე გაირკვევა სიმართლე და არცერთს არ შეგრჩებათ!!! სიტყვები არ მყოფნის რა უნდა დავუძახო თქვენს საქციელს, ქვეყნის დამქცევი ნაბიჭვრები ხართ...
რაც შეეხება ლიბერალიზმის მამებს, შეწყვიტეთ ვითომდა სოლიდარობის გამოცხადება, ამის მორალური უფლებაც კი არ გაქვთ. თქვენ იმათ გამოუცხადეთ სოლიდარობა ვისი ოჯახებიც მიწასთან გაასწორებული გყავდათ წლების მანძილზე", - წერს ვაკო თურნავა.
შეგახსენებთ, რომ Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია, ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თათია დოლიძის მიმართ მუქარაზე გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს