ქეთევან მსხილაძე: განახლებული ეთერი სავარაუდოდ იანვრამდე ვერ გავა

22:01 07-18-2017
173

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ქეთევან მსხილაძის განცხადებით, ტელევიზია ახალ სეზონს იანვრიდან დაიწყებს. 

,,ის თანამშრომლები რომლებიც გაათავისუფლეს, გაათავისუფლეს სამუდამოდ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. სექტემბრიდან დაიწყება საარჩევნო პროექტი, მაგრამ განახლებული ეთერი სავარაუდოდ იანვრამდე ვერ გავა. მაუწყებელში იგეგმება ტექნიკური გადაიარაღება, რასაც საკმაოდ დიდი დრო უნდა", - განაცხადა ქეთევან მსხილაძემ. 

ის არ მიესალმება  თანამშრომლების იმ ფორმით გათავისუფლებას, როგორც ეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მოხდა.