უზნაძის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული რობერტ ახალაია დუმილის უფლებას იყენებს.
როგორც დაკავებულის ადვოკატმა ოლღა გეჯაძემ "პრაიმტაიმს" განუცხადა, დაკავებული ამ დრომდე არავისთან საუბრობს, ასევე უცნობია მკვლელობს მოტივიც.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულს პოლიციისთვის ჩვენება ადვოკატის გარეშე აქვს მიცემული და ეს ვერანაირად ვერ ჩაითვლება აღიარებად, ვინაიდან უცნობია, რა ვითარებაში მისცა მან სამართალდამცველებს ჩვნება
„ჩემთან არაფერს ამბობს ჯერჯერობით. დუმილის უფლებას იყენებს ახლა. ჯერ ბევრი რამეა გასარკვევი. მანამდე ადვოკატის გარეშე, პოლიციისთვის აქვს მიცემული ჩვენება, თუმცა რანაირად მისცა, ხომ არ იყო ზეწოლა მასზე, არ ამბობს არაფერს. ასეთი აღიარება არანაირად არ ითვლება აღიარებად. შოკშია ჯერ თვითონაც და ჩემთანაც კი ვერ საუბრობს დეტალებზე“, - განაცხადა გეჯაძემ.
უზნაძის ქუჩაზე 19 წლის გოგონა ყელგამოჭრილი ორი დღის წინ იპოვეს. მკვლელობის ფაქტზე მისი 22 წლის ბიძაშვილია დაკავებული.