მოქალაქის თვალებს შეხედეთ - ეს რუსეთის აგრესიიის შედეგია - პოროშენკო

12:35 07-19-2017
165

"ეს არ არის ოკუპაციისა და გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის. მოქალაქის თვალებს შეხედეთ, ეს რუსეთის აგრესიიის შედეგია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სოფელ ხურვალეთში მდებარე საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.

"ეს არ არის ოკუპაციისა და გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის. მოქალაქის თვალებს შეხედეთ - ეს რუსეთის აგრესიიის შედეგია. ერთი მხრიდან ვხედავთ აყვავებულ თბილისს, სასტუმროებს, კურორტებს, ბედნიერ ხალხს, ინვესტორებს, ეკონომიკურ სვლას, უვიზო მიმოსვლასა და ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ხოლო, მეორე მხარეს ვხედავთ ცრემლს, ადამიანის უფლებების დარღვევას, მათ არ აქვთ სამედიცინო დახმარების უფლება. ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა, რომ როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს, ვიქნები არა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში, არამედ აქ ვარ, რათა ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინის და საქართველოს პრეზიდენტები საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ. პეტრო პოროშენკოს ვითარება გიორგი მარგველაშვილმა და სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ გააცნეს. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე