"ქართული მარშის" ორგანიზატორებს პოლიციაში კითხავენ, მიზეზი მარშის ორგანიზატორების მხრიდან გაერო-ში საქართველოს ყოფილი ელჩის, თათია დოლიძის მიმართ გამოთქმული ძალადობის შემცველი განცხადებებია.
"ახალი ამბების" ინფორმაციით, საქმეზე გამოძიებას შსს აწარმოებს. "ქართველთა მარშის" ერთ-ერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი მის შესაძლო დაკითხვაზე ამბობს, რომ დაფიქრდება, უნდ ამივიდეს თუ არა პოლიციაში.
Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია, ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ.