გიორგი მარგველაშვილი - ოკუპანტები ვერ გატეხენ ვერც ქართველ ხალხს და ვერც მის ხელისუფლებას

14:48 07-19-2017
140

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები, პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, სოფელ ოძისის საოკუპაციო ხაზთანჩავიდნენ და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.

პრეზიდენტები ოძისში იმ ადგილთან გაჩერდნენ, საიდანაც 2008 წლის ომის შემდეგ აშენებული რუსული სამხედრო ბაზა მოჩანს.

ადგილზე გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციოხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

დღესვე პეტრო პოროშენკომ და გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისი მოინახულეს და ხურვალეთშისაოკუპაციო ხაზი დაათვალიერეს.

საოკუპაციო ხაზთან პრეზიდენტები გამყოფი ხაზის- მავთულხლართების მიღმა დარჩენილ ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ დამათი ყოველდღიური ცხოვრებით დაინტერესდნენ.

გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ გამყოფ ხაზთან მედიისათვის განცხადებები გააკეთეს და რუსული ოკუპაციაგააპროტესტეს.

"ჩვენ არ შევეგუებით რუსულ აგრესიას, ოკუპანტები ვერც ხალხს და ვერც ხელისუფლებას ვერ გატეხენ", - განაცხადა გიორგიმარგველაშვილმა საოკუპაციო ხაზთან.

"დღეს ოკუპაციის ხაზთან ვიმყოფებით ორი ქვეყნის, ორი ამაყი ხალხის პრეზიდენტი, რომლებიც არ ეგუებიან რუსეთის აგრესიას და არეგუებიან იმ ცინიზმს, რომლითაც რუსი სამხედროები ცდილობენ გატეხონ ჩვენი სიმტკიცე და მორალი, მაგრამ არც ქართველები, არცუკრაინელები არასდროს არ გამტყდარან.

მათ აქვთ ძალიან დიდი სიმტკიცე და აი ასეთი ოკუპაციის ხაზები დაინგრევა, დაინგრევა და გაერთიანდება ჩვენი სახელმწიფოები დაიქნებიან ისეთივე სუვერენულები, ისეთივე დამოუკიდებლები, როგორც ამას აღიარებს ყველა სახელმწიფო მსოფლიოში -გარდა, რუსეთისა",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინელი ხალხის სახელით მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულიმთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

"ეს არ არის ოკუპაციის ხაზი, ეს არ არის გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის.

შეხედეთ ამ მოქალაქეს თვალებში, ეს არის რუსეთის აგრესიის შედეგი. ერთ მხარეს ჩვენ ვხედავთ აყვავებულ თბილისს, კურორტებს, ინვესტორებს, ბედნიერ ხალხს, ეკონომიკურ ზრდას, უვიზო რეჟიმს, ასოცირების შესახებ შეთანხმებას და მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთცრემლს, უფლებების დარღვევას, ხალხს, რომელსაც არ აქვთ სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენთვის ეს არის უდიდესიმოტივაცია, რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, როგორც უკრაინის ასევე საქართველოსი და ჩვენ ამისათვის ყველაფერსგავაკეთებთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ვიზიტის ფარგლებში ვარ აქ, რომ ვუთხრა ამ ხალხს, რომ ისინი მარტო არ არიან, ჩვენმათ გვერდით ვდგავართ", - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე