"ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ერთადერთი, რასაც მუდმივად ვეძებთ, სიყვარულია..."

15:24 07-19-2017
210
თეგები: სიყვარული

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი სიყვარულის შესახებ წერს, და ადამიანებს ურჩევს, დააფასონ ეს უნარი, სანამ მას წლებთან ერთად მოტანილი იმედგაცრუება და ცუდი გამოცდილება შეაფერხებს.

"არასდროს ვაფასებთ საკუთარი სიყვარულის უნარს. გვგონია, რომ ეს უსასრულოა და ყოველთვის შეგვიძლია შევიყვაროთ...მაგრამ ეს ტყუილია... რაც უფრო ვისვრებით ზრდასრულობაში, წლებში, უფრო და უფრო ძნელდება ეს... 

ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ერთადერთი რასაც მუდმივად ვეძებთ, ვიცით თუ არა ეს, რასაც არ უნდა ვარქმევდეთ - სიყვარულია.

ზოგჯერ ყველაფრით დაღლილს გვგონია, რომ გვჭირდება ურთიერთობები სიყვარულის, გრძნობების, ვალდებულებების, მოფერების, სითბოს გარეშე... ვიტყუებთ თავს. ვიცით, რომ ვიტყუებთ, მაგრამ ამას მაინც ვაკეთებთ და კიდევ უფრე მეტად ვაცარიელებთ საკუთარ სულს...

არასდროს ვაფასებთ იმას, რომ სიყვარული შეგვიძლია... არც იმას, რომ ვიღაცას შეუძლია ვუყვარდეთ... გვგონია, რომ ეს დავიმსახურეთ და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ესეც ტყუილია... სიყვარულს, ვისშიც არ უნდა იყოს ის, მოფრთხილება სჭირდება...

და მერე დგება დღე, როცა სიგიჟემდე გინდა ვინმე გიყვრდეს, მაგრამ ვეღარ იყვარებ.... მერე იმაზეც თანახმა ხარ, ოღონდ მას უყვარდე და არაუშავს თუ შენ არ გეყვარება, მაგრამ მათთვისაც რთულია, რადგან ისინიც გასვრილები არიან გამოცდილებებსა და წლებში, და ვეღარ გვიყვარებენ...

და ხვდები, მხოლოდ იმ მომენტში შეგიძლია ბედნიერი იყო, როცა გიყვარს. დანარჩენი ყველაფერი ტყუილია... 

დადგება დღე და აღმოაჩენ, რომ იტანჯები სიყვარულის მონატრებით...და აბსოლუტურად არაფერი არ გინდა, ერთის გარდა - გიყვარდეს!

ნუ ფიქრობ ბევრს და ნუ ეძებ პასუხებს. შენ ცხოვრების ყველაზე მაღალ მწვერვალზე ხარ. რასაც არ უნდა განიცდიდე, სიხარულს, ტკივილს მონატრებას, სიბრაზეს, იცოდე რომ ეს ყველაფერი ერთად, სიყვარულია. შენ ცხოვრებაშიც დადგება დღე, როცა ეს ყველაფერი მოგენატრება და ნუ გეშინია, მიიღე ის! დოლი, შენ ბედნიერი ხარ...
დოროთი, დოლი ანდერსონის დედა", - წერს მომხმარებელი.