"უაღრესად სამწუხაროა, თუკი პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიურ კორპუსს ესაუბრება, როგორც პარტიულ აქტივს"

15:38 07-19-2017
134

პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე დღეს თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას ეხმაურება და გამოთქვამს მწუხარებას, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიურ კორპუსს ესაუბრება, როგორც პარტიულ აქტივს და აძლევს პარტიულ დავალებებს. 

როგორც ის აცხადებს, დემოკრატიულ სახელმწიფოში საგარეო პოლიტიკის წარმოების ანაბანაა, რომ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს, ქვეყნის წარმომადგენლებს საზღვარგარეთ არ ეძლევათ პარტიული დავალებები.

"უაღრესად სამწუხაროა და ძალიან ცუდია, თუკი პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიურ კორპუსს ესაუბრება, როგორც პარტიულ აქტივს და აძლევს პარტიულ დავალებებს. ეს არის, სხვათა შორის, ის სამართლიანი პრეტენზია, რომელსაც ქართული საზოგადოება უყენებდა წინა ხელისუფლებას და რისი პრაქტიკაც დასრულდა 2012 წელს. მსგავსი ტიპის დავალებების მიცემა დიპლომატიური კორპუსისთვის არის სრულიად მიუღებელი და სრულიად დაუშვებელი“ - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.