ჯომარდობის ფედერაციის ხელმძღვანელი დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში განცხადება აქვეყნებს და საქართველოს მოქალაქეებს, რუსეთის საოკუპაციო ქმედებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულ ქმედებისკენ მოუწოდებს:
"ჩემო მეგობრებო!!!!
საქართველოს მოქალაქენო!!!
ცოტა ხნის წინ გავაკეთე განცხადება რუსეთის დამყრობლურ, საოკუპაციო ქმედებებთან დაკავშირებით და დავდე პირობა რომ ვიწყებ ბრძოლას საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ.
დადგა ის მომენტი, როდესაც თეორია პრაქტიკულ ქმედებაში უნდა გადმოვიტანოთ.
როგორც უკვე გავაჟღერე, იქმნება საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი ე.წ. დამკვირვებელთა სამოქალაქო ჯგუფები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში გავლენ საქართველოს ოკუპირებულ ზონებში და დააკვირდებიან რუსი ოკუპანტის ქმედებებს.ამ ჯგუფების ძირითადი ფუნქცია იქნება ოკუპანტის მხრიდან მცოცავი ოკუპაციის დაფიქსირება, საყოველთაო განგაშის ატეხვა, დროული ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, გამოძახება საოკუპაციო ხაზთან ყველა იმ ადამიანის, ვისაც გული შესტკივა ჩვენი სამშობლოსთვის.
ჩვენი ჯგუფები უმალ ჩააყენებენ საქმის კურსში საერთაშორისო საზოგადოებას, ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ სათანადო რეაგირებას გააკეთებენ მათი შესაძლებლობების ფარგლებში.
ჩვენ გამოვალთ ინტერნეტ სივრციდან და ვაჩვენებთ პირველ რიგში საკუთარ თავს რომ ჩვენი წინაპრების ღირსეული შთამომავლები ვართ!
ჩვენი მოქმედება იქნება მშვიდობიანი, უიარაღო, მაგრამ მტკიცე და შეუვალი !!!
ამიერიდან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ ჩვენ მტერს მშვიდად აღარ ეძინოს!!!!
საოკუპაციო ზოლთან სამოქალაქო პატრულირება დაიწყება 25 ივლისიდან.
მანამდე კი ჩვენ ველოდებით ყველა იმ ადამიანს ვინც თვლის რომ მისი ადგილი ამ სახალხო ლაშქარშია და მზად არის რუს ოკუპანტს თვალებში ჩახედოს, ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაში!!!
მე მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიზიკურად ვერ გამოვა ველზე, იბრძოლოს ჩვენთან ერთად იმ საინფორმაციო ომში რომელიც ჩვენი საერთო სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია.
ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ ერთი მიზნის ირგვლივ, რასაც ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია ქვია!!!
დავივიწყოთ ყველა წყენა, აზრთა სხვადასხვაობა და ერთად შევუტიოთ ჩვენს საერთო მტერს!!!
გთხოვთ კიმენტარში დააფიქსიროს ყველამ მზაობა!!!!
ჩვენ გავერთთიანდებით და ჩვენ გავიმარჯვებთ!!!!!!
ძალა ერთობაშია!!!!!
"23 ში გვექნება შეკრება სადაც ყველა დეტალს შეგატყობინებთ. წინასწარ მოგწერთ შეკრების დროს და ადგილს. ძალა ერთობაშია!!!" - წერს დავით ქაცარავა.
კომენტარები სოციალურ ქსელში:
-"ჩვენ მზად ვართ საბრძოლველად და თქვენთან ერთად დავიწყებთ ახალ ეტაპს ანტისაოკუპაციო მოძრაობაში და გავაგრძელებთ ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის!"
- "ძალა ერთობაშია!!! ღმერთმა დალოცოს წამოწყებული საქმე!!! მზად ვარ ვემსახურო საქართველოს!!!"
- "იმედს ვიტოვებ ეს შესანიშნავი წამოწყება რომელიმე პილიტიკურ პარტიასთან არ იქნება ასოცირებული, განსაკუთრებით ნაციონალებთან. ქვეყნის გამთლიანების საქმეში მიმსახურეთ ...!!! მადლობას გიხდით აქტიურობისათვის... ძალა ერთობაშია...!!!"
- " მზად ვარ თქვენს გვერდზე დავდგე . სად უნდა მოვიდე ? პერიოდულად გავალ ოკუპაციის ზოლთან?" - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები..