"უკვე ვყალიბდებით, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ ალიანსის შემდგომი სამიტისთვის"

16:18 07-19-2017
86

ჩვენ უკვე ვაყალიბებთ იმ მიმართულებებს, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ ალიანსის შემდგომი სამიტისთვის, - ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ განაცხადა. 

„შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია, როგორც ევროპული ისე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ განვიხილეთ გასული წელი და მიღწევები. მინდა გითხრათ, რომ დინამიკა არის ძალიან მაღალი. შედგა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში, საქართველოს ეწვია ნატო-ს სამხედრო კომიტეტი. ეს არის როგორც პოლიტიკის, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის ძალიან სერიოზული დემონსტრირება. ჩვენ უკვე ვაყალიბებთ უკვე იმ მიმართულებებს, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ ალიანსის შემდგომი სამიტისთვის, რათა ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი, განხორციელებული რეფორმები შესაბამისად და ადეკვატურად იყოს ასახული ალიანსის გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა მაისურაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში "ამბასადორიალი 2017" მიმდინარეობს.