25 ივლისს 20:00 საათზე თელავის „აკვა პარკში“ ნატო გელაშვილის სოლო კონცერტი ჩატარდება. კომპოზიტორი და მომღერილი მისი მსმენელისთვის საყვარელ 15 სიმღერას შეასრულებს. ნატოსთან ერთად თელაველ მაყურებელს საშუალება ექნება მოისმინოს პოეტ ნანა ცინცაძის ლექსები. ასევე სცენაზე ვნახავთ ქეთი გომართელს, ანი სირაძეს, მარიამ მამისმედიშვილს, ლელო ზარანდიას. საღამოს წაუძღვება თამუნა გომართელი.
„ეს იქნება ლამაზი კომპოზიტორის ლამაზი საღამო, სიურპრიზებითა და სახალისო თამაშებით დახუნძლული“, - გვთხრა პროექტის პროდიუსერმა ბექა ხალათაშვილმა. ასე რომ, თელაველებსა და კახეთის სტუმრებს წინ საინტერესო და ლამაზი კონცერტი ელის.