გია კორკოტაშვილმა პოლიციის სამმართველოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა (ვიდეო)

13:43 07-20-2017
181

"ქართველთა მარშის " ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გია კორკოტაშვილმა, რომელიც თბილისის პოლიციის მთავარ სამსართლელოში გამოკითხვაზე 11 საათიდან იმყოფებოდა, მედიასაშუალებებთან კომენტარი არ გააკეთა.

როგორც კორკოტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

ჟურნალისტების კითხვებს არც მისმა უფლებადამცველმა უპასუხა.

გია კორკოტაშვილი გაეროში საქართველოს ყოფილი წარმომადგენლის თათია დოლიძის მიმართ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველ გამოთქმულ განცხადებებთან დაკავშირებით იმყოფებოდა, რომელზეც საქმე 151-ე მუხლით არის აღძრული.

გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ თათია დოლიძე და ქართველთა მარშის სამი წევრი.

 

ლილუ მიროტაძე