"მე მიყვარს ყველა ადამიანი, რომელიც არ გავს გივი სიხარულიძეს, არ გავს კორკოტას..."

15:47 07-20-2017
10668

ტელეწამყვანი თათია სამხარაძე ქალთა სოლიდარობის მარშზე ერთ-ერთი იყო, ვინც აქციის მონაწილეებს გუშინ, მარჯანიშვილის მოედანზე სიტყვით მიმართა. როგორც თათიამ აღნიშნა, ერთი წლის წინ საოცნებო კარიერა მისმა უფროსმა შეიწირა, როცა კარიერის სანაცვლოდ მისგან სხეულით გადახდა მოითხოვა.

თათიამ მოუწოდა მისი მსგავსი პრობლემების მქონე ქალებმა ამაზე ღიად ისაუბრონ, რადგან მათ აქციის ორგანიზატორები და პირადად ის, გვერდში დაუდგება. 

"უმეტესობა შეიძლება ტასო ბარნოვას სახელით მიცნობდა. ორი წლის წინ მქონდა საოცნებო კარიერა, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი მანამ, სანამ ჩემმა უფროსმა არ გადაწყვიტა, რომ კარიერის გამო, სხეულით უნდა გადამეხადა მისთვის. ერთი წელია, სასამართლოში ვიბრძვი იმისთვის, რომ დავამტკიცო, რომ სექსუალური შევიწროება დანაშაულია. მინდა გთხოვოთ, არ მიმატოვოთ ამ ბრძოლაში. ყველა გამოდით, ის ქალები, ვინც ერთი წლის განმავლობაში მხვდებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ასეთი შემთხვევა მათაც ჰქონაით და შეეშიდნათ, რომ ამაზე ხმამაღლა ესაუბრათ. გამოდით და ისაუბრეთ ამაზე, რადგან მე და ჩვენ - ყველანი თქვენს გვერდით ვართ. ზუსტად ერთი წლის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში გივი სიხარულძემ გადაწყვიტა ლგბტ თემს დასხმოდა თავს, რაზეც ჩემი ბუნებრივი რეაქცია იყო, რომ არ განვასხვავებ ადამაიანებს მათი სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, ან რელიგიური მრწმამსის მიხედვით. მე მიყვარს ყველა ადამიანი, რომელიც არ გავს გივი სიხარულიძეს, არ გავს კორკოტას, და ვფიქრობ, აღმაშენებელი  არ არის ის ადგილი, სადაც ფაშისტური განცხადებები უნდა კეთდებოდეს", - განაცხადა სამხარაძემ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე