დღეს მომივიდა ინფორმაცია, რომ კანცელარიაში ვიზიტი ჰქონდა ბატონ გია კორკოტაშვილს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არაფერს ნიშნავს, - ამის შესახებ გაერო-ში საქართველოს ყოფილმა ახალგაზრდა ელჩმა თათია დოლიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
თათია დოლიძის განცხადებით, ის გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია და იმედი აქვს, რომ საბოლოო შედეგიც სამართლიანი იქნება.
„მაქვს ინფორმაცია, რომ რაღაც სხვა ტიპის საუბრებია. როგორც ვიცით, საქართველო პატარა ქვეყანაა და ყოველთვის სხვა გზითაც ხდება ადამიანებთან საუბარი პირადი ურთიერთობების საფუძველზე. დღეს მომივიდა ინფორმაცია, რომ კანცელარიაში ვიზიტი ჰქონდა ბატონ გია კორკოტაშვილს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არაფერს ნიშნავს, იმიტომ, რომ მე ჯერჯერობით, ძალიან კმაყოფილი ვარ გამოძიების მიმდინარეობით, გამომძიებლის დაინტერესებით. იმედს ვიტოვებ და რადგან მე მივმართე სასამართლოს, მწამს, რომ შედეგი იქნება“, - განაცხადა თათია დოლიძემ.